Saturday, September 26, 2015
მერვე დღე
დღევანდელი დღის მთავარი თემა იყო დიფერენციროგორება-როგორ დავეხმაროთ განსაკუთრებული მიდგომის ბავ-
შვებს.განვიხილეთ ლექსიკის სწავლის სტრატეგიები,საფეხურებრივი სწავლება, მოდელირება.განვიხილეთ მენეჯ-
მენტის მასალები,როგორ აწარმოოს მასწავლებელმა პროექტის ორგანიზება.ბოლოს ვისწავლეთ როგორ დავუტოვოთ ბლოგზე კომენტარი სზვას.ყველაფერი ეს დამეხმარება პროექტის განხორციელებაში
Saturday, September 19, 2015
მეშვიდე დღე
გავიმეორეთ წინა ტრენინგებზე განხილული საკითხები.ვისწავლეთ როგორ შეიძლება მოხდეს ურთიერთ შეფასება.ვისწავლეთ თუ რა დიდი
მნიშვნელობა აქვს იმის ახსნას თუ რატომ შევაქეთ ბავშვი.გავეცანით რჩევებს, მეთოდებს უკუკავშირისათვის.გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს, ვისწავლეთპროექტთან მიმართებაში კომენტარების გაკეთება,ერთმანეთს მივეცით რჩევა-დარიგებები პროექტის შესახებ,რისი გათვალისწინებაც გამოგვადგება პროექტის უკეთ წარმართვაში.
Saturday, September 12, 2015
მეექვსე დღე
დღეს შევისწავლე როგორ შევქმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.შევიტანე ცვლილებები პროექტის გეგმაში.ვნახე როგორ მზადდება ბროშურა.დღევანდელმა დღემ დამაფიქრა იმაზე თუ რაოდენ შრომატევადია ბროშურის შექმნა,რომელიც ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას, რომელმაც უნდა განუვითაროს ბავშვს კრიტიკული აზროვნების უნარი.
ამ ნაშრომით ველი ბავშვებისაგან იმის შესწავლას როგორ აითვისონ 21საუკუნის უნარ-ჩვევები.გამიძნელდა ბავშვის ენით ნაშრომის შექმნა.
Thursday, September 10, 2015
მეხუთე დღე
გავეცანით რა არის საავტორო უფლებები,როგორ დავიცვათ ჩვენი საავტორო უფლებები.მოსწავლეებს უნდა ვესაუბროთ იმის შესახებ თუ რამდენად უნდა ვენდოთ ვებ-საიტებზე მოცემულ ინფორმაციას.ვისაუბრეთ იმის შესახებ როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ინფორმაციის მოძიება,როგორ ავათვისებინოთ თემის სტანდარტები.ბოლოს ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი პროექტები.დღევანდელი განხილული საკითხები ,ვფიქრობ დამეხმარება მუშაობის უკეთ წარმართვაში.
Tuesday, September 8, 2015
მეოთხე დღე
ვისაუბრეთ წინა დღეებში შესწავლილ მასალაზე.ვისაუბრეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი კითხვების შესახებ.ვისაუბრეთ წინარე ცოდნის შეფასებებზე და სქემებზე.გავაკეთე სლაიდები,ჩამოვაყალიბე კითხვები,რომელიც დამეხმარება ჩემი პროექტის უკეთ წარმართვაში.
Friday, September 4, 2015
მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს გავიმეორეთ წინა დღეს განხილული მასალა. გავიმეორეთ ბლოგის შექმნა,ბლოგში წერა და გაგზავნა.გავიმეორეთ პროექტის შედგენა ,ჩვენი თემის ირგვლივ დავსვით და განვიხილეთ შეკითხვები.გავაკეთე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.კითხვები დავყავით სამ კატეგორიად; ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად.ვიმუშავეთ სტანდარტების შერჩევაზე,რომლებიც შევიტანეთ ჩვენს შაბლონში.
მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღეს გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი საკითხები.შევისწავლე ბროშურის შექმნა.შევქმენი ბლოგი და ვისწავლე მასში მუშაობა.განვიხილეთ პროექტის მონახაზი.დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო .გმადლობთ.
Subscribe to:
Posts (Atom)